სემინარი კორეაში

16.02.2015
« 1 of 5 »

სემინარი კორეაში – გინეკოლოგიური ლაზერული აპარატი ACTION II Petite Lady

2015 წლის 3-7 თებერვალს TESIO-ს დამფუძნებლები გიორგი მარუაშვილი, ნოდარ სვანიძე და ექიმები ბელა მეტრეველი (ექიმი-გინეკოლოგი M.D.) და ნინო თორია (ექიმი-რადიოლოგი) იმყოფებოდნენ LUTRONIC-ის სათაო ოფისში – კორეა, სეული. ვიზიტის ფარგლებში მათ გაიარეს სრულყოფილი კლინიკური და თეორიული გადამზადება ACTION II Petite Lady-ს გინეკოლოგიურ ლაზერულ აპარატზე. სემინარის ბოლოს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

რას წარმოადგენს ACTION II Petite Lady?

ეს არის ყველაზე სრულყოფილი, მრავალფუნქციური და მაღალ ტექნოლოგიური ლაზერული სისტემა, რომელიც გამოიყენება ინტიმურ პლასტიკაში და შარდის სტრესული შეუკავებლობის სამკურნალოდ. Petite Lady აღიარებულია როგორც საუკეთესო მეთოდი მსოფლიოს წამყვანი გინეკოლოგების მიერ.

დანიშნულებები:
– VRS ინტიმური გაახალგაზრდავება
– პიგმენტ შეცვლილი ვულვის (ქალის გარეთა სასქესო ორგანო) მკურნალობა
– SUI შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა

P.S TESIO არ არის კლინიკა/ესთეტიკური ცენტრი. სერვისისთვის მიმართეთ ბელა მეტრეველის ესთეტიკურ გინეკოლოგიის ცენტრს – პეკინის 4ა, მე-4 სართული, 2 23 80 43, 599 23 35 23 -https://www.facebook.com/gynecologyst

 

გააზიარე